пятница, 15 ноября 2013 г.

შეფასება

საჭიროებების დადგენის მიზნით, ვაკეთებთ მოსწავლეთა პროვოცირებას შეკითხვებით, რომლებიც სხვადასხვაობას გამოიწვევს და ვაკვირდებით მათ მოქმედებას, მსჯელობას, საუბრის მანერას.....
პროექტის მსვლელობის მასნძილე ხდება მოსწავლეებზე დაკვირვება, განსაკუთრებით, გუნდური მოუშაობისას. ვაძლევთ მათ რჩევებსა და ვაკეთებთ განმავითარებელ შეფასებას.
გარდა ამისა, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებისა ( ამისათვის წინასწარ გამზადებეული აკითხარები და მათი შევსება უმნიშვნელო დროს საჭიროებს, მაგრამ ეხმარება მოსწავლეს თავად შეაფასოს საკუთარი თავი და მეგობრები.
 პროექტის საწყის ეტაპზე გამართული დისკუსიაც ფასდება განმავითარებელი შეფასებით. მასწავლებელი ინიშნავს მსვლელობისასა დეტალებს, დადებით მხარებბს, შეცდომებს და რჩევებს აძლევს მოსწავლეებს (გამოიყენოს არავერბალური საშუალებები, პაუზა ან მოსაზრების გასამყარებლად მეტი არგუმენტები მოიხმოს და სხვა).
ვაფასებთ მოსწავლეებს იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ისინი დასმულ საკითხზე, ისმენენ თუ არა გულისყურით სხვათა მსოაზრებას (თუ იმეორებენ ერთმანეთის ნათქვამს); მსჯელობენ თუ არა არგუმენტირებულად, გამოაქვთ თუ არა ლოგიკური დასკვნები. დასკვნით მოსწავლეეი მოიძიებენ რა ინფორმაციას, გადაამუშავებენ, დაახარისხებენ და წარმოადგენენ გაკვეთილზე, მოგვიანებით კი ქმნიან ინფორმაცუულ ტექსტებს, რომელიც ფასდება შესაბამისი რუბრიკით. ქმნიან პრეზენტაციებს, რომლიც გამდიდრებულია ვიზუალური მასალითა და სტატისტიკური მონაცემებით. პრეზენტაცია ფასდება რუბრიკით, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად საინტერესო მასალააა და რამდენად ეფექტურადააა მოწოდებული. მჯელობა აქაც უნდა იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური.
მოსწალვეები ემაზდებიან ,,საჯარო’’ გამოსვლისათვის, რომელზეც ისინი წარმოდგენენ თავიანთი ნაშრომების შეჯამებას, პროექტის შეჯამებას.  ისინი ქმნიან სლაიდსჰოუებს და სხვადასხვა კლასისი მოსწავლეებს უტარებენ მინი-ლექციას კომპიუტერისა და ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ფასდება როგორც აწყობილი პრეზენტაცია, ასევე გადმოცემის, აუდიტორიის დაინტერესების, სწორად მეტყველების უნარები (შესაბამისი რუბრიკებით).

Комментариев нет:

Отправить комментарий