пятница, 15 ноября 2013 г.

სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს კონკრეტულ საკითხს და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
·         მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
·         პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;  
·         მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;

·         ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий