суббота, 9 ноября 2013 г.

საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვის?

დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო
შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე,
მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს. გამოკვლევები, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო (არაკომერციული) ლაბორატორიებში მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი)გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების “შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა.ეს, ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას. კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის ალბათ ნაცნობია ეს სიტუაცია: თვალების ქავილი, წვა, თვალის კაკლის გაწითლება, ქუთუთოები კი თითქოს თავისით იხურებიან დაღლილობისაგან. მსგავსი სიმპტომები მიანიშნებს დაავადებას: „მშრალი თვალის სინდრომი’’. და თუ მას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგად ბევრ უსიამოვნებას მიიღებთ. თუმცაღა, თვალის დაავადებებისას მხოლოდ კომპიუტერი არ არის დამნაშავე. მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ძალიან მშრალი კონდიცირებული ჰაერი, ქუჩის მტვერი, არაბალანსირებული კვება, რომელიც ვიტამინების ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში. თუ ცალ–ცალკე ამ ფაქტორებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ თვალის სიმშრალე, ერთად მათ ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ.მუშაობის რეჟიმი: რა თქმა უნდა, იდეაში, კომპიუტერთან 4–5 საათზე მეტი არ უნდა გაატაროთ დღეში, მაგრამ თანამედროვე პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. ამ შემთხვევაში შეეცადეთ გააკეთოთ 10 წუთიანი შესვენებები საათში ერთხელ მაინც.
თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий