пятница, 15 ноября 2013 г.

აქტივობები

  • მოსწავლეები აქტირუად არიან ჩართული პროექტის აქტივობების დაგეგმვაში. 
  • პროექტზე მუშაობას ვიწყბთ გამოწვევით - მოსწავლეებს ვეკითხებით, რა საკითხია მათთვის ყველაზე საინტერესო, რაზე მუშაობას ისრვებდნენ,, თუნდაც ეს არ შეეხებოდეს ჩვენს მიერ განვლილ თუ გასავლელ საპროგრამო ნაწარმოებებს.
  • აზრებს ვწერთ დაფაზე და ვაკეთებთ სიტყვების აბლაბუდას... ამგვარი სვლებით მივდივართ საკვლევ თემამდე. ვსვამთ  ჯერ ზოგად კითხვას, ვისმენთ და ვწერთ დაფაზე განსხვავებულ მოსაზრებებს, შემდეგ ვუახლოვდებით საკვლევ საკითს თემატური კითხვებით და ამ ყოველივეს საფუძველზე ვაყალიბებთ თემის სათაურს. ვთხოვთ მოსწავლეებს შემდეგი გაკვეთილსიათვის წარმოადგინონ იდეებსი რუქა - როგორ ესახებათ ეს პროექტი, რისი გაკეთება სურთ, რისი სწავლა უნდათ, რა მოლოდინები აქვთ. ამის საფუძველზე შემდეგ შეხვედრაზე ვაყალიბებთ პროექტის მონახაზსა და აქტივობების ნუსხას, როს შედეგაც მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ირჩევენ დავალებებს: ერთი ჯგუფი ქმნის გვერდს ფეისბუქზე, მეორენი ინფორმაციი მოძიებას უზრუნველყოფენ, მესამები რედაქტირებას გაუწევენ იმ ტექსტებს, რომელიც საჯაროდ იქნება წარსადგენი, სხვანი ატარებენ კვლევებს საჭირო საკითხებზე,სხვანი დაამუშავებენ, სხვანი წარმოადგენენ კვლევის შეეგებს და ა.შ. 
  • საკითხის აქტუალობისა და საჭიროების დასადგენად, მოსწავლეები ატარებენ კვლევებს სკოლის ფარგლებში და მის გარეთ.
  • კითხვა: ა) რამდენ საათს ატარებთ კომპუტერთან?  ბ)აყნებს თუ არა ზიანს კომპიუტერი თქვენს ჯანმრთელობას და რაზე მოქმედებს ცუად? (კითხვები მარტივია და პასუხებიც არაორაზროვანი. შეეგეის დაჯამება ხდება მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით, რათა სურათი უფრო ნათელი იყოს). 
  • მოსწავლეები აჯამებენ შედეგებს, წარმოადგენენ  ფრაფიკული სახით.
  • ვატარებთ დისკუსიას სასარგებლოა თუ საზიანო კომპიუტერი, რის შემდეგაც მოსწავლეები წერენ არგუნებრიტებულ ესეს.
  • შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას კომპიუტერისა თ ინტერნეტის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე და გამოიტანენ სათანადო დასკვანებს.
  • მოსწავლეები წერენ ინფორმაციულ ტექსტეს ამ თემაზე.
  • აქცია: ,,კომპიუტერი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას!’’
  • მოსწავლეებმა დაამზადეს და დაარიგეს ფლაერები მსგავსი სლოგანებით. გამოაკრეს ისინი სკოლაში, ქუჩვებში, ავტობუსებსა და ტრანსპორტებზეც კი.... მიიმაგრეს ტანსაცმელზე და გადაწყვიტეს, ასე გასულიყვნენ ქუჩაში.
  • მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა კლასებში მინილექციები -გააცნეს თანასკოლელებს, კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები და კომპიუტერითა თუ ინტერნეტით შექმნილი საფრთხეები... 
  • გაჩნდა იდეა, რომ წელიწადში ერთხელ ასეთი აქცია მოეწყოს სკოლაში, რათა მომავლმა თაობებმა კარად გაიაზრონ ისტის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარები და გამოიიყენონ იგი საჭიროებისამებსრ , რაციონალურად (დაიცვან თავი ფიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრამვებისაგან, ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა თუ თამაშების მავნე ზეგავლენისაგან).

შეფასება

საჭიროებების დადგენის მიზნით, ვაკეთებთ მოსწავლეთა პროვოცირებას შეკითხვებით, რომლებიც სხვადასხვაობას გამოიწვევს და ვაკვირდებით მათ მოქმედებას, მსჯელობას, საუბრის მანერას.....
პროექტის მსვლელობის მასნძილე ხდება მოსწავლეებზე დაკვირვება, განსაკუთრებით, გუნდური მოუშაობისას. ვაძლევთ მათ რჩევებსა და ვაკეთებთ განმავითარებელ შეფასებას.
გარდა ამისა, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასებისა ( ამისათვის წინასწარ გამზადებეული აკითხარები და მათი შევსება უმნიშვნელო დროს საჭიროებს, მაგრამ ეხმარება მოსწავლეს თავად შეაფასოს საკუთარი თავი და მეგობრები.
 პროექტის საწყის ეტაპზე გამართული დისკუსიაც ფასდება განმავითარებელი შეფასებით. მასწავლებელი ინიშნავს მსვლელობისასა დეტალებს, დადებით მხარებბს, შეცდომებს და რჩევებს აძლევს მოსწავლეებს (გამოიყენოს არავერბალური საშუალებები, პაუზა ან მოსაზრების გასამყარებლად მეტი არგუმენტები მოიხმოს და სხვა).
ვაფასებთ მოსწავლეებს იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ისინი დასმულ საკითხზე, ისმენენ თუ არა გულისყურით სხვათა მსოაზრებას (თუ იმეორებენ ერთმანეთის ნათქვამს); მსჯელობენ თუ არა არგუმენტირებულად, გამოაქვთ თუ არა ლოგიკური დასკვნები. დასკვნით მოსწავლეეი მოიძიებენ რა ინფორმაციას, გადაამუშავებენ, დაახარისხებენ და წარმოადგენენ გაკვეთილზე, მოგვიანებით კი ქმნიან ინფორმაცუულ ტექსტებს, რომელიც ფასდება შესაბამისი რუბრიკით. ქმნიან პრეზენტაციებს, რომლიც გამდიდრებულია ვიზუალური მასალითა და სტატისტიკური მონაცემებით. პრეზენტაცია ფასდება რუბრიკით, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად საინტერესო მასალააა და რამდენად ეფექტურადააა მოწოდებული. მჯელობა აქაც უნდა იყოს თანმიმდევრული და ლოგიკური.
მოსწალვეები ემაზდებიან ,,საჯარო’’ გამოსვლისათვის, რომელზეც ისინი წარმოდგენენ თავიანთი ნაშრომების შეჯამებას, პროექტის შეჯამებას.  ისინი ქმნიან სლაიდსჰოუებს და სხვადასხვა კლასისი მოსწავლეებს უტარებენ მინი-ლექციას კომპიუტერისა და ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ფასდება როგორც აწყობილი პრეზენტაცია, ასევე გადმოცემის, აუდიტორიის დაინტერესების, სწორად მეტყველების უნარები (შესაბამისი რუბრიკებით).

სტანდარტები და ინდიკატორები

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს კონკრეტულ საკითხს და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
·         მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს (მაგ. იუმორს, ანეკდოტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ემოციურ მეტყველებას და სხვ.).
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
·         პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;  
·         მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;

·         ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.

დასკვნითი ღონისძიება - სტატისტიკა (გამოკითხვის შედეგების გაცნობა) და მინილექცია სხვადასხვა კლასებში


















აქცია 31.05.2013